ჰარგრივსი: ის ნეიმარივითაა, ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა ოუენ ჰარგრივსმა დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევ ჯეიდონ სანჩოს შესახებ ისაუბრა.

"ის ახალი ნეიმარია, ნებისმიერი კლუბის გაძლიერება შეუძლია. ამასთანავე, მისი თამაშისთვის თვალის მიდევნება ბავშვებისთვის სასარგებლოა, რადგან ისინი ხედავენ, რომ ასე სტრუქტურირებულ ფეხბურთშიც კი შეიძლება შემოქმედებითი სტილით თამაში.

მას მოედანზე საკუთარი სტილი შეაქვს, ქუჩის ფეხბურთის მოძრაობები, ქუჩის ფეხბურთის სათამაშო ელემენტები. სწორედ ეს აქცევს მას საუცხოოდ. წამებში შეუძლია ისეთი რამის გაკეთება, რასაც ხალხი ვერ დაივიწყებს.

იმედი გვაქვს, რომ ისევ არის შანსი, ჯეიდონმა პრემიერლიგაში ითამაშოს. ვთვლი,
რომ "სიტისა" და "ლივერპულის" მსგავს დიდ კლუბებს კარგად მოერგებოდა. ეგ კი არა, ჩემი აზრით, ის იმდენად კარგია, "რეალსა" და "ბარსელონაში" თამაშსაც შეძლებს. სანჩომ იცის, რომ შაბათს ყველა მას უყურებს", - განაცხადა ჰარგრივსმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული