ინგლისის, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები - "ენფილდთან" ზეიმია

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ლივერპულის" მიერ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა "ენფილდთან" და ზეიმი დაიწყო.

მერსისაიდულმა კლუბმა "ტვიტერზე" განცხადება გააკეთა: "ინგლისის ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, მსოფლიოს ჩემპიონები".

ამჟამად "წითლები" ინგლისის, ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

გუნდის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა Sky Sports-თან კომენტარი გააკეთა:

"დაუჯერებელია. ეს გაცილებით მეტია, რაც კი შემეძლო წარმომედგინა. ვიცი, როგორ გვიჭერდა მხარს დალგლიში. ის ამ დღეს 30 წელი ელოდა და ეს აგრეთვე სტივენ ჯერარდისთვისაა.

მე ამ დღეს 30 წელი არ ველოდი, აქ უკვე
4.5 წელია ვარ, მაგრამ ეს ნამდვილი მიღწევაა; მით უმეტეს, 3 თვის განმავლობაში არ ვიცოდით, შევძლებდით თუ არა სეზონის განახლებას.

იმედია, ქომაგები სახლებში დარჩებიან, პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ერთად ვიზეიმებთ, როდესაც შევძლებთ. ჩვენ "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" თამაშს სასტუმროში ვუყურეთ და ამ მომენტით დავტკბებით".

"ლივერპულს" ჩემპიონობა ამ გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა, "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ და "დორტმუნდმა" მიულოცეს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირადად კლოპის დამსახურებაა ლივერპულის ტრიუმფი,ვულოცავ ყველა ლივერპულის გულშემატკივარს
ჯეკო
23:13 26-06-2020
1
ვულოცავ ღირსეულ ჩემპიონს. კლოპი დიდებული მწვრთნელია და ყველაზე მეტად ის იმსახურებს. სულ მალე მანჩესტერის რეკორდიც დაგემხოთ.
emigranti
12:36 26-06-2020
2

სიახლეები პოპულარული