ლინეკერი: მესის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა გუნდს მილიონობით გულშემატკივარს შესძენს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა ფორვარდ ლეო მესისა და "ბარსელონას" მომავალზე ისაუბრა.

"ეს სამწუხაროა, რადგან იქ დიადი ფეხბურთელების თაობაა, რომლებმაც მრავალი ტურნირი მოიგეს. თუმცა ასაკი თავისას შვრება. ეს მკაცრია, განსაკუთრებით, ფეხბურთში.

კუმანს რთული სამუშაო ელის, ვინაიდან ეს მასშტაბური გადასასვლელი პერიოდი იქნება.

საინტერესოა, დარჩება თუ არა მესი. თუ არ დარჩა, "ბარსელონასთვის" ძალიან სამწუხარო იქნება. ასევე ძალიან სამწუხარო იქნება, თუ კარიერის დასასრულს საშუალო დონის გუნდში ჩაიკარგება.
წარმოიდგინეთ, ის პრემიერლიგაში, მაგალითად, "მანჩესტერ სიტიში" რომ გადავიდეს, რომლის მწვრთნელი გვარდიოლაა. თავისი ინვესტიციებით კლუბს უნდა
გლობალური ბრენდი გახდეს. ვის ჰყავს მილიონობით გულშემატკივარი? მესის გადასვლა მყისებრ ეფექტს გამოიწვევს. მოულოდნელად "სიტის" ფანები მთელ მსოფლიოში გაუჩნდება.

"სიტის" ამდენი ქომაგის გადასაბირებლად ბევრი დრო დასჭირდება. ასე რომ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ინტერესი წარმოიშვება. ეს იმ ფაქტის გარდა, რომ ლეო სასწაული ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე გვინახავს", - ციტირებს ლინეკერს Talk Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არგენტინელი ფეხბურთელები კი თამაშობენ ბრიტანეთში მაგრამ მესი მისდა უნებურადაც კი სხვა კალიბრია და ფოკლნედი-მალვინი კუნძულების ომის გამო შეიძლება არც გადავიდეს
saba
19:10 21-08-2020
0
თაობათა ცვლა, რომ გარდაუვალია ნებისმიერ გუნდში ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ არა ესე.
ნიკა
18:23 21-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული