"დინამო თბილისის" ყოფილ მწვრთნელ ჩისკოს "უოტფორდში" ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი პორნოვარსკვლავი მია ხალიფა ეყოლება.
მოგეხსენებათ, ეს ლიბანელი გოგონა ფეხბურთში როგორი "ჩახედილი" გახლავთ და ხმაურიანი განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება ხოლმე...
ერთი ხანობა, ის "ვესტ ჰემის" ფორმით გვევლინებოდა, "ჩაქუჩებს" სიყვარულს ეფიცებოდა და ლონდონელთა მარცხზე ცრემლებსაც აღვარღვარებდა, თუმცა...
ნათქვამია - არ დაიჯეროთ ბოზის ცრემლები და ლოთის ფიცილიო...
2019 წელს ქალბატონი მია უკვე "უოტფორდის" ფორმით წარდგა და Vicarage Road-ზე (გუნდის საშინაო არენა) "არსენალთან" მატჩსაც დაესწრო.
"ონავრებმა" ის მატჩი "არსენალს" 0:2-დან დაუქაჩა და ხალიფასაც ფეხი შეუქეს
(მართლაც არაფერი დაეწუნება), კარგი გქონიაო.
თამაშის შემდეგ მიამ დაიქადნა - ჩემი დიდი დამსახურებაა, რომ კლუბმა თამაში შემოატრიალაო.
ხალიფამ თქვა, რომ არც "ვესტ ჰემის" სიყვარული გამნელებია, მაგრამ "უოტფორდს" ვქომაგობო. ვნახოთ, როგორ მოაწონებს ჩისკო თავს პორნოვარსკვლავს.