"ტოტენჰემი" 29 წლის ახალგაზრდას ჩააბარეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურმა" ოფიციალურ ვებგვერდზე ჟოზე მოურიონის შემცვლელი დაასახელა და ის რაიან მეისონი იქნება.

ვინ არის მეისონი? რაიანი 29 წლის გახლავთ, "დეზების" ყოფილი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერა 2018 წელს დაასრულა.

მეისონი აქამდე კლუბის აკადემიაში მუშაობდა. მისი დამხმარეები კი ლედლი კინგი, კრის პაუელი და ნაიჯელ გიბსი იქნებიან, მეკარეების მწვრთნელი კი - მიშელ ვორმი.

"ტოტენჰემმა" მოურინიო არასასურველი შედეგების გამო გაათავისუფლა. პორტუგალიელი ჩრდილოლონდონურ გუნდს 2019 წლიდან წვრთნიდა.

კონტრაქტის დროზე ადრე გაწყვეტის გამო 58 წლის მოურინიო 34,4 მილიონ ევროს მიიღებს. ეს ჟოზეს კარიერაში ყველაზე დიდი კომპენსაციაა.

მეისონი კი "ტოტენჰემის" რიგებში 2008-16 წლებში გამოდიოდა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოურინიო,თანამდებობიდან გადაყენებით უფრო მეტ ფულს შოულობს,ვიდრე მუშაობით
სოსო
16:22 20-04-2021
0
მოურინიო ტრაბახობდა იმით, რომ პრემიერლიგა სამჯერ მოიგო; ახლა პრემიერლიგის გუნდებიდან გაგდებაც 3 გახდა, თუმცა რა? როგორც დაიწერა, ამ სამი გაგდებით 100 მლნ, უშოვია მოუს; რად უნდა მწვრთნელობა?
მერაბ გ.
16:57 20-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული