პრემიერლიგის 36-ე ტურში "მანჩესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" 1:2 დამარცხდა "ლესტერთან" და ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული "მანჩესტერ სიტიმ" მოიპოვა.
"სიტი" მეშვიდედ გახდა ჩემპიონი და მეხუთედ მას შემდეგ, რაც შეიხმა მანსურმა შეიძინა.
მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უკანასკნელ 12 სეზონში "ბარსელონაში", "ბაიერნსა" და "მანჩესტერ სიტიში" 9 ტიტული მოიპოვა.
"მანჩესტერის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თანაქალაქელებს წარმატება მიულოცა, თქვა, რომ ევროპის საუკეთესო გუნდი ჰყავთ და მათთან საბრძოლველად შემადგენლობის გაძლიერება სჭირდებათ.
შეგახსენებთ, 29 მაისს, "სიტი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ჩელსის" შეხვდება.