"ლივერპულმა" სეზონი სუპერთასზე "სიტის" დამარცხებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის სუპერთასზე „ლივერპულმა“ მანჩესტერ სიტი“ 3:1 დაამარცხა და მეთექვსმეტედ მოიპოვა ტიტული - 2006 წლის შემდეგ პირველად.

- კლოპმა „ლივერპულის“ მწვრთნელის რანგში ინგლისში ყველა ტურნირი მოიგო: პრემიერლიგა, ლიგის თასი, თასი და სუპერთასი.

- "სიტის" მწვრთნელმა გვარდიოლამ სუპერთასის ორჯერ მოგების შემდეგ, ზედიზედ ორჯერ წააგო.

- ნუნიესმა „წითლებში“ პირველად გაიტანა და პენალტიც მოიპოვა, რომელიც სალაჰმა გაიტანა.

- ალვარესმა „სიტიში“ სადებიუტო მატჩში მე-12 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი.

- „ქალაქელთა“ ახალწვეულმა ჰოლანმა ცარიელ კარში რამდენიმე მეტრიდან ვერ შეაგდო ბურთი - ხარიხას გაარტყა.

ლესტერი. „კინგ პაუერი“
ლივერპული - მანჩესტერ სიტი 3:1

გოლები: 1:0 ალექსანდერ-არნოლდი (21), 1:1 ალვარესი (70), 2:1 სალაჰი (83, პენ), 3:1 ნუნიესი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული