ედეგორი ნორვეგიის 17-გზის ჩემპიონზე დაქორწინდა

AutoSharing Option
"არსენალის" კაპიტანი მარტინ ედეგორი სამეჯლისო ცეკვებში ნორვეგიის 17-გზის ჩემპიონზე, ჰელენ სპელინგზე დაქორწინდა.

ედეგორმა 28 წლის სპელინგი ცოლად შეირთო. ფეხბურთელმა აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ მალე შვილი ეყოლებათ.

მარტინს და ჰელენს ქორწილი არ გადაუხდიათ, მათი ხელის მოწერის მონაცემები ნორვეგიის მოსახლეობის ცენტრალურ რეესტრში დაფიქსირდა. ისინი სახალხოდ პირველად 2023 წელს ლონდონში ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდნენ.

მარტინმა ტრავმა მოირჩინა და ხვალ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" ითამაშოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ფეხბურთელია
2

სიახლეები პოპულარული