მამარდაშვილი სრულიად შეცვლილ "ლივერპულში" გადავა - ინგლისური გრანდი ერთბაშად 10 ფეხბურთელს გაუშვებს

AutoSharing Option
TeamTalk-ის ინფორმაციით, "ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთბაშად 10 ფეხბურთელთან აპირებს გამომშვიდობებას.

"ენფილდიდან" წამსვლელთა სიაში ვირჯილ ვან დეიკი, მოჰამედ სალაჰი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, კაომინ კელეჰერი, დარვინ ნუნიესი, ენდრიუ რობერტსონი, კონსტანტინოს ციმიკასი, დიოგო ჟოტა, ვატარუ ენდო და ფედერიკო კიეზა არიან.

ჩამონათვალიდან ზოგიერთს კონტრაქტი ეწურება, ზოგს კი უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და "მერისაიდულ" გუნდსაც ამიტომ გამოემშვიდობება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულიდან "ლივერპულში" კარიერას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ასეთ კლუბში არასოდეს არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია,ჯერ მარტო მათი ბაზა რო ნახოთ,გაგიჟდებით ისეთია.მერე ისტორია გინდა თუ მაგარი ფანობა. ლივერპული ისეთ მდგომარეობაშია რო ნებისმიერს გისურვებთ ეგეთ სტაბილურობას. ეს გუნდი პანიკურად არაფერს წყვეტს,თუ აპირებს ცვლილებას ე.ი. საჭიროა ეს ცვლილება და გაკეთდება კიდეც. აი,ხომ ხედავთ,ლივერპულს ვქომაგობ წლებია და არანაირი პანიკის მომენტი არ მაქვს,პირიქით,ზუსტად ვხდები რო ყველაფერი კარგად იქნება. ისეთი კაცი დაბრუნდა,პანიკა და უაზრო გადაწყვეტილება გამორიცხულია. მამარდა იქ იქნება სადაც მისი ადგილია. ნახეთ,როგორი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს ფანებთან და ფანებმაც როგორ მიიღონ. არავის მოსწონს გუნდის ლიდერების წასვლა,თუმცა ეს გარდაუვალი იყო და დადგებოდა ეს მომენტიც,ამიტომაც ჯობია პანიკის გარეშე წავიდეს ცვლილელები. მამარდას წარმატებები და ჩვენს ნაკრებს რაღა თქმა უნდა.
იასონას უდარი
22:26 22-03-2025
2
იყიდონ ჟორჟი, ორ სალაჰს უდრის. თანაც მამარდასთან უკვე შეთამაშებულია, ჩააწვდის მამარდა, შეაგდებს ბომბარდირი.)))))))))))
შეუცვლელი არავინაა
16:00 22-03-2025
1

სიახლეები პოპულარული