Marca: უეფა-მ შესაძლოა "მილანი" ევროთასებიდან მოკვეთოს

AutoSharing Option
უეფა-მ შესაძლოა "მილანს" სანქციები დაუწესოს, იტყობინება გამოცემა Marca.

საუბარია მილანელების მხრიდან ფინანსური "ფეარ პლეის" წესის დარღვევაზე. გასულ კვირას "მილანის" ხელმძღვანელები ნიონში უეფა-ს შტაბ ბინას ეწვივნენ, სადაც სიტუაციაში გარკვევა სცადეს, მაგრამ კლუბის გენერალური დირექტორი მარკო ფასონეს ნაამბობი არავინ დაიჯერა.

უეფა კლუბის გადამხდელუნარიანობაში დარწმუნებული არაა, განსაკუთრებით მიმდინარე შედეგებიდან გამომდინარე. დოკუმენტების მიხედვით ყველა დადებითი ფინანსური პროგნოზე დამოკიდებულია "მილანის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე, მაგრამ მოცემულ მომენტში "როსონერი" ამისგან შორსაა.

გამომდინარე აქედან "მილანს" შესაძლოა სანქციები დაუწესდეს ან ევროთასებიდან მოკევთა. სიტუაციას კიდევ ამძიმებს ინფორმაცია, რომელიც
მილანური კლუბის ამჟამინდელ მფლობელის იონგჰონგ ლის მაქინაციებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ევროპა ლიგაში გამოდის.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული