მასიმილიანო ალეგრი: არ გვქონდა ვერონაში ქულების დაკარგვის უფლება

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად "ვერონა" დაამარცხა (3:1). დუბლით თავი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა პაულო დიბალამ გამოიჩინა. ნამატჩევს ბიანკონერის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ყველას გვესმის, რომ ძალიან კარგად არ გვითამაშია. კარგი დებიუტის შემდეგ საქმე გავაფუჭეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთს ხშირად ვკარგავდით და ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. არ გვქონდა ვერონაში ქულების დაკარგვის უფლება. ახლა "ნაპოლის" დასაწევად 18 ტური დაგვრჩა. იმედია, სამივე ფრონტზე გამარჯვებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული