სინიშა მიხაილოვიჩი ტურინულ დერბიში მარცხს შეეწირა

AutoSharing Option
სერბი დამრიგებელი სინიშა მიხაილოვიჩი იტალიის "სერია ა"-ს ბინადარ "ტორინოს" მთავარი მწვრთნელი აღარაა.

გუნდის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინდელ შეხვედრაში "იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ მიიღო.

ტურინული კლუბის მომავალ დამრიგებლად ვალტერ მაცარი სახელდება, რომელიც ბოლოს სათავეში "უოტფორდს" ედგა.

ახალ მწვრთნელს კი შანსი ექნება, იანვრის სატრანსფერო პერიოდი თავად წარმართოს და გუნდი დააკომპლექტოს.

მიხაილოვიჩი "ტორინოს" მწვრთნელი 2016 წლიდან იყო, იქამდე კი სათავეში "მილანს" ედგა.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათ რამდენი იუვესთან წააგებენ იმდენი თუ მწვრთნელი ცვალეს, მაშინ სეზონზე თავის თასიანად 4 მწვრთნელი სჭირდებათ
0

სიახლეები პოპულარული