ლუჩანო სპალეტი: ჩემმა 80 წლის დედამაც იცის, რომ ცენტრალური მცველი გვჭირდება

AutoSharing Option
"ინტერის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ფიორენტინასთან" ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეუტია:

"ამ კვირაში პრობლემები გვქონდა, ნაგამოტო გაცივდა, რანოკიას კი ნეკნები სტკიოდა, თუმცა მაინც ითამაშა. ეს ყველაფერი მომბეზრდა, არც ვიცი რა ვთქვა. რატომ არ შემოხვალთ გასახდელში და არ ეტყვით ფეხბურთელებს, რომ ვერ ვარგობენ?

ჩემს სამუშაოს ვასრულებ, მაგრამ სირთულეები გვაქვს. ყველასთვის ნათელია, რომ ცენტრალური მცველი გვჭირდება. თქვენ დაითვალეთ გუნდში ფეხბურთელების რაოდენობა და გინდათ ამისათვის დაგაჯილდოვონ? ჩემმა 80 წლის დედამაც კი იცის, რომ ცენტრალური მცველი გვჭირდება.

რაც სეზონი დაიწყო, ერთი და იგივე
კითხვას მისვამთ, რაზეც 750-ჯერ გაგეცით პასუხი, მაგრამ მაინც აგრძელებთ კითხვის დასმას. რა კადრებიც გვყავს, იმით უნდა გავიდეთ ფონს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული