სერია A. XXXVIIII ტური: და მაინც "ინტერი"...

AutoSharing Option

სერია A დასრულებულია. ბოლო ტურში გასარკვევი იყო ჩემპიონთა და ევროპალიგაზე გამსვლელი თითო საგზურის მფლობელი და ერთი უიღბლო, რომელიც "ვერონასა" და "ბენევენტოს" სერია B-ში გაჰყვებოდა.

მთავარი მატჩი რომში გაიმართა, სადაც "ლაციო" ორჯერ უგებდა "ინტერს", მაგრამ საბოლოოდ მაინც წაგებული დარჩა - 2:3. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა "ინტერმა", რაკი რომაელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.

"ლაციო" და "მილანი" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, ხოლო "ატალანტა" ამავე ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

მესამე გავარდნილი კი
"კროტონეა", რომელსაც გადარჩენის ისედაც მცირე შანსი ჰქონდა.

ბომბარდირები: 29 - ჩირო იმობილე (ლაციო), მაურო იკარდი (ინტერი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული