"მილანმა" ჯანლუიჯი დონარუმაზე ფასდაკლება გამოაცხადა

AutoSharing Option
Football Italia-ს ცნობით, "მილანი" მზადაა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას სატრანსფერო ფასი შეამციროს.

მას შემდეგ, რაც "ნაპოლიდან" გოლკიპერი პეპე რეინა გადაიყვანა, როსონერიმ გადაწყვიტა დონარუმას ფასი დააკლოს და ამით რამდენადმე გამოასწოროს თავისი ფინანსური ფეირ-პლეი.

"მილანმა" მისი 55 მილიონ ევროდ გაყიდვა გადაწყვიტა, ამით კლუბის ბიუჯეტსაც შეავსებს და სახელფასო განაკვეთსაც დაზოგავს.

ჯიჯის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური ხელფასი კი 6 მილიონია.

ადრე "ლივერპულმა" როსონერის ჯანლუიჯის ტრანსფერში 40 მილიონი შესთავაზა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა ორჯერ მეტი მოითხოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული