Sportmediaset-ი იუწყება, რომ კლუბის ახალმა მფლობელებმა მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს გადაყენება, მის ნაცვლად კი "ჩელსიდან" დათხოვნილი ანტონიო კონტეს დანიშვნა გადაწყვიტეს და ეს უახლოეს დღეებში მოხდება.
გამოცემა ამტკიცებს, რომ გუნდში კონტეს მისვლა გაადვილებს ალვარო მორატას ტრანსფერის გაჩარხვას და ლეონარდო ბონუჩისაც გადააფიქრებინებს გუნდის დატოვებას.
გატუზოსთან ერთად შეიძლება სამსახურიდან დაითხოვონ კლუბის სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი და გენერალური დირექტორი მარკო ფასონე.
რა უნდოდა გატუზოს მეღორეობის ფერმაში? - ის ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი