ჯენარო გატუზო: ჟოზე მოურინიო ბოლო 20 წლის საუკეთესო მწვრთნელებს შორისაა

AutoSharing Option
26 ივლისს, თბილისის დროით 07:00 საათზე, "მილანი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ამხანაგურ ტურნირში ჩაებმება და "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე პრესკონფერენცია "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გამართა, რომელსაც კითხვა ჟოზე მოურინიოს შესახებ დაუსვეს.

"ვფიქრობ, მოურინიო ბოლო 20 წლის საუკეთესო მწვრთნელებს შორისაა. მან ბოლო სეზონების განმავლობაში ძალიან ბევრი ტიტული მოიგო.

ჟოზე ყოველთვის ცდილობს, თავისი ფეხბურთელების საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს.

ის დიდებული მოტივატორია და იცის, თუ როგორ შეაღწიოს ფეხბურთელის გონებაში.

ჩემი აზრით, სწორედ ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელზე ვსაუბრობ.

დავრწმუნდი, რომ უფრო რთულია, იყო კარგი
მწვრთნელი, ვიდრე ფეხბურთელი", - აღნიშნა გატუზომ.

altჯენარო გატუზო: ლეონარდო ბონუჩის შენარჩუნება გვსურს, მაგრამ მისი აზრიც გასათვალისწინებელია

altSportmediaset: "მილანის" ახალი პატრონები ჯენარო გატუზოს ამ დღეებში გადააყენებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული