ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" ოფიციალურად გადავიდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" გვაუწყა, რომ კლუბმა "მილანიდან" ხორვატი ფორვარდი ნიკოლა კალინიჩი დაიმატა.

"როხიბლანკოს" აღნიშნული გარიგება 15 მილიონი ევრო დაუჯდა, ფეხბურთელს კი 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ახლა დიეგო სიმეონეს განკარგულებაში ერთბაშად რვა ფორვარდია.

"ვანდა მეტროპოლიტანოს" ბინადრები, სავარაუდოდ, შეელევიან კევინ გამეიროს, რომელიც "ვალენსიაში" უნდა გადაბარგდეს.

რაც შეეხება კალინიჩს, ის "როსონერიში" გასულ ზაფხულს ფლორენციის "ფიორენტინადან" გადაბარგდა, მაგრამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და 31 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 6 გოლი შეაგდო.

altკევინ გამეირო "ვალენსიაში" გადავა, ნიკოლა კალინიჩი კი "ატლეტიკოში"

-16/03/1-maldini-paolo.png" border="0" alt="alt" title="ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" ოფიციალურად გადავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />"მილანის" დირექტორად პაოლო მალდინი დანიშნეს

altლეონარდოს ეფექტი "მილანში" - როდესაც საქმეში პროფესიონალი ერთვება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული