"მილანის" ნახევარდაცვას ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი გააძლიერებს

AutoSharing Option
Sky Italia იუწყება, რომ "მილანმა" "ჯენოასთან" შეთანხმებას მიაღწია და 25 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი დიეგო ლაქსალტი "სან სიროზე" გადაბარგდება.

სამხრეთამერიკელი მილანში დღეს ჩავა, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს.

"როსონერის" მისი შეძენა 14 მილიონი ევრო დაუჯდება, 3 მილიონს კი ბონუსების სახით გადაიხდის.

დიეგო ლაქსალტი ურუგვაის ნაკრების წევრია და მან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ ერთი პერიოდი ის "მილანის" მოსისხლე მტრის, "ინტერის" საკუთრება იყო, თუმცა "ნერაძურიში" თამაშის საშუალება არ მისცემია.

ის განათხოვრებული ჯერ "ბოლონიაში", შემდეგ კი "ემპოლიში"
გახლდათ, ბოლოს კი "ჯენოამ" გამოისყიდა.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" ბოლო 3 დღეში ნახევარდაცვაში ორი ფეხბურთელი, სამუ კასტილეხო და ტიმეუ ბაკაიოკო უკვე დაიმატა.

alt"მილანმა" კიდევ ერთი გაცვლა დაასრულა - "როსონერიმ" მორიგი ნახევარმცველი დაიმატა

altLa Gazzetta Dello Sport: ჯენარო გატუზომ "მილანის" ახალი კაპიტანი შეარჩია

altსერია A-ს პირველი ტურის შეხვედრა "მილანსა" და "ჯენოას" შორის შესაძლოა გადაიდოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
საღOლ ლეონარდი, ეს ბიჭი უდაოდ გამორჩეული იყო ურუგვაის ნაკრებში, კარგი შენაძენია, მილანის უმისოდ რაღაც დაკარგა ლიგამ, კარგი იქნება მილანის აღორძინება
1

სიახლეები პოპულარული