განსაკუთრებით, იტალიური პრესის ყურადღება "რომასთან" და "ლივერპულთან" დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ მიიპყრო.
"ნაპოლის" მფლობელი ამბობს, რომ ამ ორ კლუბს ერთი და იგივე მფლობელი ჰყავს.
"მაქვს განცდა, რომ "ლივერპულსა" და "რომას" ერთი და იგივე მფლობელი ჰყავს. ეს რამდენიმე წლის წინაც ვთქვი და თუ ეს მართლაც დამტკიცდა, ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგიდან უნდა მოიკვეთონ", - აღნიშნა დე ლაურენტისმა.
Uefa-ს წესებით, ჩემპიონთა ლიგაზე
"ლივერპული" The Fenway Sports Group-ის მფლობელობაშია, "რომას" კი 2011 წლიდან ამერიკელი ბიზნესმენი ჯეიმს პალოტა მართავს.
პალოტას ასევე ეკუთვნის წილი NBA-ს კლუბ "ბოსტონ სელტიქსიდან". საინტერესოა, რომ ამავე ქალაქის ბეისბოლის გუნდი, რომელსაც "ბოსტონ რედ სოქსი" ჰქვია, The Fenway Sports Group-ის საკუთრებაშია.
როდესაც "რომა" და "ლივერპული" გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ, იტალიურმა მედიამ ამ დაპირისპირებას "ბოსტონური დერბი" უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ამ კლუბებს სატრანსფერო ფანჯარაზეც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ და "ჯალოროსიმ" მერსისაიდელებს ისეთი ფეხბურთელები დაუთმო, როგორებიც მოჰამედ სალაჰი და ალისონი არიან.
დე ლაურენტისი: რონალდოს ტრანსფერი ბანალური პიარია
"რომამ" "სევილიადან" 29 წლის ფრანგი ნახევარმცველი დაიმატა
"ლივერპულის" გულშემატკივრები ლორის კარიუსის მოედანზე გამოჩენას ოვაციებით შეეგებნენ [VIDEO]