ჯენარო გატუზო: ჯანლუიჯი დონარუმას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდეს

AutoSharing Option
"მილანის" მწვრთნელს ჯენარო გატუზოს მიაჩნია, რომ ჯანლუიჯი დონარუმას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი გახდეს, ოღონდ ამისათვის ბევრი უნდა იშრომოს.

"რეინას ორი კვირაა არ უვარჯიშია. ჩვენი ერთი მეკარე ჩემპიონატზე ითამაშებს, მეორე კი სხვა ტურნირებზე.

თუ დონარუმა საქმისადმი დამოკიდებულებით რეინას მიბაძავს, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდება. მას არანორმალურად გაუმართლა, რომ რეინა მისი კონკურენტია. ჯიჯი ძალიან ნიჭიერია და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული".

altსწავლა სიკვდილამდე - რეინა დონარუმასთან ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს

altჯანლუიჯი დონარუმამ სკოლის საატესტატო გამოცდები ჩააბარა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული