მასიმილიანო ალეგრი: რონალდო თავმდაბალი ბიჭია და მისი გარჯით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში "ლაციოსთან" მოგებული მატჩი (2:0) "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ასე შეაფასა.

"ეს "კიევოს" შეხვედრისგან განსხვავებული მატჩი გამოვიდა. დებიუტში ვჩქარობდით. რონალდოს ტურინში პირველად თამაშის გამო სტადიონზე დიდი აჟიოტაჟი იყო.

დიბალას გარეშე ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის გადაცემების გაკეთება ჭირდა. თუმცა, თავს კარგად ვიცავდით და მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ.

ჯერ კვირაში მხოლოდ ერთ მატჩს ვატარებთ, მაგრამ 15 სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგა იწყება და ბუნებრივია შემადგენლობის როტაცია დამჭირდება.

რონალდომ ისევ ვერ გაიტანა? იტალიური ფეხბურთი ძალიან განსხვავდება ესპანურისგან და ეს მას ესმის. კარგად
უღებს ალღოს. თავმდაბალი ბიჭია და მისი გარჯით კმაყოფილი ვარ".

alt"იუვენტუსმა" ისევ გაიმარჯვა, რონალდომ ისევ ვერ გაიტანა გოლი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ მატჩში რონალდუ უკვე ჩვეულებრივად საშიში იყო.ტოტალიზატორს პრინციოულად არ ვთამაშობ,მაგრამ რომ ვთამაშობდე,აუცილებლად დავდებდი რონალდოსგან მომდევნო ტურში გოლის გატანაზე.უკვე ეტყობა რომ გუნდის თამაშის ხასიათში გაერკვა და ჯდება.
სოსო
12:41 26-08-2018
0

სიახლეები პოპულარული