თანაც, კრიშტიანო რონალდოს პაუზა ექნება ჩემპიონთა ლიგაში. ის სერია A-ში გოლების გატანას პატარა ბავშვივით ელტვის ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც მოტივაცია და ჟინი არასოდეს აკლია და ამდენად, აუტსაიდერს კარგი დღე არ უნდა დაადგეს.
"ნაპოლის" კიდევ ერთი რთული გამოცდა
"მილანი" ნავსის გატეხას და მისთვის ძალიან უსიამოვნო მეტოქის, "ატალანტას" ძლევას ეცდება. შეუსრულებელი ამოცანა ნამდვილად არ არის, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ჯენარო გატუზოს მიერ გაწვრთნილ გუნდს აშკარად აკლია სტაბილურობა.
დიდ ყურადღებას იქცევს "სამპდორიასა" და "ინტერის" მატჩი. "სამპა" შესანიშნავ ფორმაშია. გამოიღვიძა "ინტერმაც". ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაში სასწაული თამაში შემოუტრიალეს "ტოტენჰემს". ასე რომ, "მარასიზე" დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.
"რომამ" გასულ ტურში ძალიან დასანანი ქულები დაკარგა (2:2) "კიევოსთან" საშინაო შეხვედრაში.
ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი რომ ცუდ ფორმაშია, ეს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" ულაპარაკო მარცხმაც დაადასტურა. ეს კი არა, უკვე ღიად ლაპარაკობენ დი ფრანჩესკოს გადაყენებაზეც. "ბოლონია" შესაფერისი მეტოქეა იმისთვის, რომ "ჯალოროსიმ" სამი ქულა მოიპოვოს.
ფაქტები
- "სასუოლოსა" და "ემპოლის" ბოლო სამ შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "პარმამ" და "კალიარიმ" ბოლო ორ მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
- "ფიორენტინასა" და სპალ-ის ბოლო 6 შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
- "ინტერმა" ბოლო დაპირისპირებაში "სამპდორია" 5:0 გაანადგურა.
- "ტორინოსა" და "ნაპოლის" ბოლო 6 შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "ბოლონიასა" და "რომას" შორის უკანასკნელი მატჩი ფრედ დასრულდა.
- "ლაციოსა" და "ჯენოას" ბოლო ხუთ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "მილანს" ბოლო 6 შეხვედრაში არ დაუმარცხებია "ატალანტა".
სერია A. V ტური
პარასკევი, 21 სექტემბერი
სასუოლო-ემპოლი 22:30
შაბათი, 22 სექტემბერი
პარმა-კალიარი 17:00
ფიორენტინა-სპალ 20:00
სამპდორია-ინტერი 22:30
კვირა, 23 სექტემბერი
ტორინო-ნაპოლი 14:30
ბოლონია-რომა 17:00
კიევო-უდინეზე 17:00
ლაციო-ჯენოა 17:00
მილანი-ატალანტა 20:00
ფროზინონე-იუვენტუსი 22:30
ბომბარდირი: 4 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 3 - მარკო ბენასი (ფიორენტინა), როდრიგო დე პაული (უდინეზე).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"