"რომამ" შესაძლოა გუნდის მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლოს.
კლუბის პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ხელმძვანელობას სთხოვა ანტონიო კონტეს დაუკავშირდნენ და მასთან მოლაპარაკებები დაიწყონ.
კონტე კი ჯერ კიდევ ელოდება ლონდონის "ჩელსისთან" იურიდიული დაპირისპირების განხილვას, საიდანაც ზაფხულში გაათავისუფლეს. მას ლონდონელებისგან კონტრაქტის გაწყვეტისთვის კუთვნილი თანხის მიღება სურს.
კონტემ პაუზის აღება ამჯობინა და მოლაპარაკებისას არ ჩქარობს. გარდა ამისა მას უფრო პრესტიჟული კლუბის პსჟ-ს ან "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით