"ნაპოლის" ორი ფეხბურთელი გაუძევეს და "ინტერთან" კომპენსირებულ დროში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 დეკემბერს, სერია A-ს მე-18 ტურში "ინტერმა" მილანი" 90+1-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ტემპი მაღალი არ იყო. 24-ე წუთზე ტრავმა მიიღო სტუმართა გუნდის კაპიტანმა ჰამშიკმა და შეცვალეს. ერთადერთი ნაღდი მომენტი მასპინძლებს ჰქონდათ, როდესაც იკარდის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან კულიბალიმ გამოიტანა.

81-ე წუთზე კულიბალი პოლიტანოს ეუხეშა, ყვითელი ბარათი მიიღო, მსაჯს ტაში დაუკრა და გააძევეს. ეს ტაშის კვრა ნეაპოლურ გუნდს ძვირად დაუჯდა. კაცნაკულ "ნაპოლის" კომპენსირებულ დროში მარტინესმა გოლი გაუტანა. შემდეგ კეიტამ ინსინიეს პროვოცირება მოახდინა და არბიტრმა
პირდაპირი წითელი ბარათით დასაჯა.

საფინალო სასტვენის შემდეგ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, "ნაპოლის" ფეხბურთელები რეფერისკენ იქაჩებოდნენ და მწვრთნელი ანჩელოტი ძლივს აკავებდა.

ნამატჩევს "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა მიკერძოებულ მსაჯობას გაუსვა ხაზი.

მოკლედ, "ნაპოლიმ" "სან სიროზე" 3 ქულა, ჰამშიკი, კულიბალი და ინსინიე დაკარგა, რომლებიც შემდეგ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან.

"ნაპოლი" ლიდერ "იუვენტუსს" უკვე 9 ქულით ჩამორჩა, არადა გამარჯვების შემთხვევაში ქულათა სხვაობის შემცირება შეეძლო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ინტერი უფრო იმსახურებდა ამ თამაში 3 ქულას
გოგა
09:29 27-12-2018
0
აქ,გამეორებაში მაინც ხომ კარგად ჩანს,რომ კულიბალი გასაფრთხილებელი არ იყო,წითელი ბარათი მსაჯის შეცდომამ გამოიწვია,შემდეგ ამას ინსინიეს გაძევებაც დაამატა და აღმოჩნდა,რომ ყველაზე მაგარი მოთამაშე,მსაჯი გახდა.
კაცნაკლული იუვენტუსი შეცვლაზე შესულმა რონალდომ გადაარჩინა და კინაღამ გამარჯვებასაც გამოჰკრეს ხელი.ჯერ ხომ ისევ ძველი წელია და არ მესმის,როგორ ამჯობინეს მოდრიჩი მესის, ან რონალდოს.
სოსო
10:46 27-12-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული