იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "ნიცას" თავდამსხმელ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა.
"რაც კი შემეძლო, მისთვის ყველაფერი გავაკეთე. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ნაკრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ამას დაიმსახურებს.
როდესაც ახალგაზრდა იყო, "ინტერსა" და "მანჩესტერ სიტიში" კარგად თამაშობდა, მაგრამ უკანასკნელ ხანს თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა. 28 წლისაა და გამოსასწორებლად დრო ჯერ კიდევ აქვს. თუ უნდა. მომავალი ევროპირველობა და მსოფლიოს ჩემპიონატი მარიოსთვის ბოლო დიდი ტურნირებია, - ციტირებს მანჩინის Football Italia.
ბალომ უკანასკნელად სკუადრა აძურაში გასული წლის სექტემბერში იასპარეზა, კლუბში კი საფრანგეთის ჩემპიონატზე 10
მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.