დღეს დილით "იუვენტუსის" თავდამსხმელი დუგლას კოსტა ავარიაში მოყვა.
"ლა სტამპას" ცნობით, ავარია ჩრდილოეთ იტალიაში ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მოხდა. დუგლას კოსტა თავისი Jeep Cherokee-თი Fiat Punto-ს შეეჯახა, თავად უვნებელი გადარჩა, Fiat Punto-ს 47 წლის მამაკაცი მძღოლი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის შედეგად ორივე ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა.
კოსტა "იუვეში" 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ სეზონში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.