"რეალი" თუ "ნაპოლი"? - "სამეფო კლუბი" იკარდის უკეთეს პირობებს სთავაზობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" მილანის "ინტერის" არგენტინელი ფორვარდის, მაურო იკარდის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბირებას გეგმავს.

გამოცემა Tuttomercatoweb-ის წყაროს ინფორმაციით, "რეალში" ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები იკარდის ცოლს და აგენტს, ვანდა ნარას დაუკავშირდნენ.

წინასწარი მოლაპარაკებების დროს მადრიდული კლუბის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ფეხბურთელს უფრო ხელსაყრელი პირობები შესთავაზონ, ვიდრე მან "ნაპოლისგან" მიიღო.

შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლი" იკარდის წელიწადში 9 მილიონ ევროს და 2 მილიონ ევროს ბონუსის სახით სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ იკარდი და "ინტერი" ახალი კონტრაქტის პირობების შესახებ ვერ თანხმდებიან. თებერვალში კლუბმა არგენტინელს
კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა, რის შემდეგაც ფეხბურთელი თამაშზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ მუხლის ტრავმა აწუხებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული