3 აპრილს "ჯენოასთან" მოგებულ მატჩში (4:0) მილანის "ინტერის" შემადგენლობაში 9 თებერვლის შემდეგ პირველად არგენტინელი ცენტრფორვარდი მაურო იკარდი გამოჩნდა.
მე-40 წუთზე "ინტერმა" 11-მეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვა და ბურთთან იკარდი მივიდა. მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ "ნერაძურის" ფანებმა გოლის აღნიშვნა დააპირეს, თუმცა ფან-კლუბის ლიდერმა მათ ამის გაკეთება აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ იკარდის მიმართ დამოკიდებულება გულშემატკივრებმა მას შემდეგ შეიცვალეს, რაც არგენტინელმა კლუბისგან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გადაფორმება მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონტრაქტი იკარდის "ინტერთან" 2021 წლამდე აკავშირებს. სერია A-ს მიმდინარე სეზონის 29 მატჩში არგენტინელის ანგარიშზე 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მედიაში არსებული ინფორმაციით, ზაფხულში მაურო, შესაძლოა, 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "რეალში" გადავიდეს.