სერია A. XXXIII ტურის წინ: პრინციპის საქმე "იუვესთვის"

AutoSharing Option
"იუვენტუსმა", თუნდაც საკადრო პრობლემების ფონზე, უნდა შეძლოს "ფიორენტინას" დამარცხება, რადგან გულშემატკივარი გამწყრალია ჩემპიონთა ლიგაში "აიაქსთან" ნაწვნევი ფიასკოს გამო.

ოდინდელ მტერთან მოგება და მორიგი სკუდეტო სუსტი, მაგრან მაინც ნუგეში იქნება.

იტალიურ მედიაში კი უფრო და უფრო ხშირად ისმის ვარაუდები იმის თაობაზე, რომ სკუდეტოს მოპოვება ვერ იხსნის მასიმილიანო ალეგრის, რომელსაც მალე ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს, მას შემდეგ, რაც სეზონი დასრულდება.

რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას იქცევს "ინტერისა" და "რომას" დაპირისპირება. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვიან და მათთვის ყველა ქულას ოქროს
ფასი აქვს. თუ "რომა" დამარცხდება, ის პრაქტიკულად გამოეთიშება ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ანალოგიური მიზანი აქვს "მილანს". "როსონერის" იოლი გასვლა არ ელის "პარმასთან". თავის მხრივ, მასპინძლებსაც დიდი მოტივაცია აქვთ. საქმე ისაა, რომ რობერტო დ"ავერსას გუნდს ჯერ არ გაუნაღდებია ადგილი უძლიერესთა შორის. ასე რომ, დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, ფავორიტი ამ ბრძოლაში "მილანია", მაგრამ ჯენარო გატუზოს სამწყსომ მიგვაჩვია იმას, რომ
ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება დაუცდეს ფეხი.

"ლაციოს" ალბათ ერთ-ერთი ბოლო შანსი აქვს, დარჩეს ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.

"ლაციალემ" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოუგოს "კიევოს". რა თქმა უნდა, გადაუჭრელი ამოცანა არ არის. "კიევომ" უკვე დატოვა იტალიური ფეხბურთის ელიტა და დარჩენილ შეხვედრებს მისთვის მხოლოდ პრესტიჟის მნიშვნელობა თუ აქვს. თუმცა ერთი რამეცაა - ასეთ დროს გუნდებს ხშირად სჩვევიათ კარის გაჯახუნება...

ფაქტები
  • "პარმასა" და "მილანს" შორის ბოლო 3 მატჩი "მილანმა" მოიგო.
  • "სამპდორიამ" უკანასკნელ 2 თამაშში დაამარცხა "ბოლონია".
  • "ტორინომ" ბოლო 2 უშუალო დაპირისპირება მოუგო "ჯენოას".
  • "ლაციოსა" და "კიევოს" ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა. იგივე მოხდა "უდინეზესა" და "სასუოლოს" შორის უკანასკნელ ბრძოლაში.
  • "იუვენტუსმა" ბოლო 3 მატჩი მოუგო "ფიორენტინას".
  • "ინტერისა" და "რომას" ბოლო 2 შეხვედრა ფრედ მორჩა.

სერია A. XXXIII ტური
შაბათი, 20 აპრილი
პარმა-მილანი 14:30
ბოლონია-სამპდორია 17:00
კალიარი-ფროზინონე 17:00
ემპოლი-სპალ 17:00
ჯენოა-ტორინო 17:00
ლაციო-კიევო 17:00
უდინეზე-სასუოლო 17:00
იუვენტუსი-ფიორენტინა 20:00
ინტერი-რომა 22:30
ორშაბათი, 22 აპრილი
ნაპოლი-ატალანტა 21:00

ბომბარდირები: 22 - კვალიარელა (სამპდორია); 21 - პიონტეკი (მილანი); 20 - დ. საპატა (ატალანტა); 19 - რონალდო (იუვენტუსი); 17 - მილიკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული