სერია A. XXXVI ტურის წინ: "რომა" და "მილანი" "იუვენტუსის" ხელში...

AutoSharing Option
იტალიაში უკვე კარგა ხანია, სკუდეტოს მფლობელი გაირკვა. გასარკვევია, რომელი გუნდები მოიპოვებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ბედის ირონიით, ამ ბრძოლაშიც გადამწყვეტი სიტყვა "იუვემ" შეიძლება თქვას.

ჩემპიონი "რომას" სტუმრობს და სწორედ ეს შეხვედრა უნდა მივიჩნიოთ ცენტრალურად მორიგ ტურში. ვნახოთ, რა ხასიათზე იქნებიან ტურინელები. თუ "იუვენტუსმა" უძლიერესი შემადგენლობა დააყენა და ბოლომდე იბრძოლა, რომაელებს ძალიან გაუჭირდებათ.

ახლა "იუვეზეა" არჩევანის უფლება - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში "რომას" "დაეხმარება" თუ "მილანს"? იმ შემთხვევაში, თუ რომაელებმა ტურინელები ვერ დაამარცხეს, ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფრით გავლენ...

ერთი შეხედვით, "მილანს" შედარებით არგო ჯენარო
გატუზოს მიერ გატარებულმა რეპრესიებმა. "ბოლონიასთან" გამარჯვება "როსონერისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და მაინც, ეს არაფერს ნიშნავს - საჭიროა "ფიორენტინას" დამარცხებაც.

რა თქმა უნდა, "ფიორენტინას" შემადგენლობის თვალსაზრისით არაფერი დაეწუნება, მაგრამ მიმდინარე სეზონში ფლორენციელები "ხასიათის" გუნდად ჩამოყალიბდნენ. თუ თამაშის იშტაზე არიან, ნებისმიერის გამწარება შეუძლიათ (გახსოვთ "რომასთან" 7:1 თასზე?), თუ არა და, ყველასთან შეუძლიათ წაგება.

რა თქმა უნდა, "მილანი" ამ შეხვედრაში ფავორიტად უნდა ჩაითვალოს თუნდაც უდიდესი მოტივაციის გამო. სხვა საქმეა, რომ გატუზოს გუნდს არ ეყოლება ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას პაკეტა, რომელსაც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს "ბოლონიასთან" მატჩში გაძევების გამო.

"ინტერს" ძალიან მარტივი ამოცანა აქვს გადასაჭრელი. "კიევომ" უკვე დიდი ხანია დაკარგა ადგილი იტალიურ საფეხბურთო ელიტაში. "ინტერს" კი თავისი ამოცანები აქვს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმდინარე ჩემპიონატში "ნერაძურის" სტაბილურობა აკლია, მაგრამ მართლაც სასწაული იქნება, "კიევოსთან" დაკარგოს ქულები.

"ატალანტა" "ჯენოას" მიიღებს. ბერგამოული გუნდი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის გამო აშკარად იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

ფაქტები
  • "ჯენოამ" ბოლო დაპირისპირებაში დაამარცხა "ატალანტა".
  • "კალიარისა" და "ლაციოს" შორის ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ფიორენტინამ" ბოლო შეხვედრაში აჯობა "მილანს".
  • "ტორინოსა" და "სასუოლოს" შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "ფროზინონესა" და "უდინეზეს" უკანასკნელი დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
  • "ნაპოლიმ" ბოლო 3 შეხვედრა მოუგო სპალ-ს.
  • "იუვენტუსმა" უკანასკნელ შეხვედრაში აჯობა "რომას".
  • "კიევოსა" და "ინტერის" ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.

სერია A. XXXVI ტური
შაბათი, 11 მაისი
ატალანტა-ჯენოა 17:00
კალიარი-ლაციო 20:00
ფიორენტინა-მილანი 22:30

კვირა, 12 მაისი
ტორინო-სასუოლო 14:30
ფროზინონე-უდინეზე 17:00
სამპდორია-ემპოლი 17:00
სპალ-ნაპოლი 20:00
რომა-იუვენტუსი 22:30
ორშაბათი, 13 მაისი
ბოლონია-პარმა 21:00
ინტერი-კიევო 23:00

ბომბარდირები: 25 - კვალიარელა (სამპდორია); 22 - დ. საპატა (ატალანტა); 21 - პიონტეკი (მილანი), რონალდო (იუვენტუსი); 17 - მილიკი (ნაპოლი).

ბოლოსწინა ტური
18 მაისი: უდინეზე-სპალ, ჯენოა-კალიარი, სასუოლო-რომა
19 მაისი: კიევო-სამპდორია, ემპოლი-ტორინო, იუვენტუსი-ატალანტა, პარმა-ფიორენტინა, მილანი-ფროზინონე, ნაპოლი-ინტერი
20 მაისი: ლაციო-ბოლონია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული