ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა მილანის "ინტერის" გაწვრთნა.
"დაუღალავად უნდა ვიმუშაო. ეს დნმ-ში მაქვს. ბეპე მაროტას ყოფნა დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ეს იყო მათი სერიოზული გეგმების დასტური ჩემთვის.
ბოლო 8 წლის განმავლობაში გუნდი პირველი ადგილისთვის არ იბრძვის. კლუბს ამის გამოსწორება სურს და სტივენ ჩჟანის შემართებამ გამაოცა.
ვიცი, რომ ახლა ჩემგან ბევრს ელიან, იქიდან გამომდინარე, თუ რას მივაღწიე წარსულში და რამდენად სწრაფად ვაკეთებდი ამას.
შემიძლია მივიღო ის ფაქტი, რომ თავიდანვე მოგების შანსები მცირე იქნება, მაგრამ
ეს სიტუაცია უნდა შევცვალოთ. ჩვენ შეგვიძლია მოგება და ჩვენთვის საზღვრები არ არსებობს.
რაც შეეხება ჩემს წარსულს "იუვენტუსში", სხვადასხვა კლუბში მუშაობა ნორმალური ფაქტია. მინდა, "ინტერი" იქ დავაბრუნო, სადაც მისი ადგილია. ფანები ბევრს ელიან და გუნდს მხარს უჭერენ", - თქვა კონტემ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით