პაულო დიბალამ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს - მსურველი ორი გრანდია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაულო დიბალა შესაძლოა კლუბიდან წავიდეს.

არგენტინელი ფორვარდის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ არიან დაინტერესებულნი.

ინგლისური კლუბი პოლ პოგბასა და რომელუ ლუკაკუს ტრანსფერების ამბებს ელოდება და შემდეგ დიბალას გადაბირებას ეცდება.

პსჟ კი 25 წლის არგენტინელს იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ ნეიმარი სხვა კლუბში გადავა. პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაადასტურა, რომ კლუბი დიბალათი არის დაინტერესებული.

2018/19 წლების სეზონში პაულო დიბალამ "იუვენტუსის" მაისურით სერია A-ში 30 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული