რონალდომ ზედიზედ მე-9 მატჩში გაიტანა - "იუვენტუსმა" "ფიორენტინა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 თებერვალს, სერია A-ს 22-ე ტურში "იუვენტუსმა" სახლში 3:0 დაამარცხა "ფიორენტინა".

"იუვენტუსი" 54 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 5 ქულით უსწრებს (რომელიც დღეს სტუმრად "უდინეზეს" ხვდება) და 8 თებერვალს გასვლაზე "ვერონას" დაუპირისპირდება.

რონალდომ ორი პენალტი გაიტანა, სულ კი კარიერაში 151 თერთმეტმეტრიანიდან 126 გაიტანა. რაც კრიშტიანო "იუვეში" გადავიდა, ჩემპიონატზე 40 გოლი გაიტანა - 2018 წლის ზაფხულიდან იტალიაში ყველაზე მეტი.

ის იტალიაში უკანასკნელი 14 წლის მანძილზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 9 მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 40 171 მაყურებელი
იუვენტუსი - ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (40, პენ), 2:0 რონალდო (80, პენ), 3:0 დე ლიხტი (90+1)


მკითხველის კომენტარები / 25 /
მესი ოქროს ბურთს ცოლის ფეხების შლით იგებს,ეს ცნობილი ფაქტია,თუ გული შეტკივა ვინმეს ააფარეთ რომ არ ეტკინოს,მედიმ კი აგორავოს ბურთი
barsa
16:57 03-02-2020
4
მესის 6 ბურთს ვერასდროს ვერ მოინელებს რონალდუს ფანობა.
batumi
15:35 03-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული