"იუვენტუსი" პოგბასთვის 140 მილიონს ამზადებს

AutoSharing Option
ტურინელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, როგორც ჩანს, შეეცდებიან მათი ყოფილი ფეხბურთელი პოლ პოგბა გუნდში დააბრუნონ. Tuttosport-ის ინფორმაციით, "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის სანაცვლოდ მზადაა 140 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავის მხრივ, ინგლისელები მზად არიან პოგბა გაუშვან - მათ მისი შემცვლელი ბრუნო ფერნანდეში ნაყიდი ჰყავთ.

პოგბა "წითელ ეშმაკებს" 2016 წელს 105 მილიონ ევროდ შეუერთდა. "წითლების" მაისურით მან 150 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა განახორციელა.

მიმდინარე სეზონში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მხოლოდ 8-ჯერ გამოჩნდა მოედანზე და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება
მოახერხა.

პოგბას "მანჩესტერთან" მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული