იტალიის ჩემპიონატი, სავარაუდოდ, არ განახლდება

AutoSharing Option
იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა კორონავირუსის გამო შეჩერებული სერია A-ს განახლებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, - იტყობინება Football Italia.

გამოცემის მტკიცებით, ქვეყნის მთავრობა სეზონის განახლების უფლებას არ იძლევა.

"ჩვენ სამეცნიერო კომიტეტთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. სეზონის განახლება ნაკლებად სავარაუდოდ მესახება. მე მესმის: ფეხბურთელებს მალე ვარჯიშის დაწყება და თამაში უნდათ.

თუმცა მთავარი უსაფრთხოება და მომავალი სეზონია", - განაცხადა სპადაფორამ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ჩემპიონატი 27 მაისს განახლდებოდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
სჯობს ეს ჩაამთავრონ. თუ მეორე ტალღა იქნება ვირუსის როგორც გვპირდებიან, მაშინ იმის შეწყვეტაც მოუწევთ. არ ჯობია ერთი მაინც ქონდეთ ბოლომდე ჩატარებული ვიდრე ორივე დაუმთავრებელი?
G.LA
14:08 30-04-2020
0
დაიწყება! არ დაიწყება!დაიწყება! არ დაიწყება!დილით ერთს ამბობთ,საღამოთი მეორეს.სჯობს გვირილაზე იმკითხაოთ ერთხელ და საბოლოოდ დაადგინოთ.
სოსო
10:50 30-04-2020
0

სიახლეები პოპულარული