მარიო ბალოტელი: არ ვიცოდი, რომ მოჩვენება ვიყავი

AutoSharing Option
"ბრეშიას" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი კომენტარს აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, კლუბი მას გაცდენილი ვარჯიშების გამო კონტრაქტს გაუწყვეტს.

"როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ არ ვვარჯიშობ? ჩემს ყველა ვარჯიშზე ჟურნალისტები თავიანთი კამერებით მოდიან. დღეში ორ სავარჯიშო სესიაზე მოვდივარ და თითქმის ყოველდღე აქ ვარ. როგორ შეიძლება ამის უარყოფა? არ ვიცოდი, რომ მოჩვენება ვარ და კამერები ვერ მხედავენ." - ციტირებს ბალოტელის Football Italia.

შეგახსენებთ, Sky Sports-ის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ვარჯიშებზე შეზღუდვა მოიხსნა, ბალოტელიმ რამდენიმე ვარჯიში გააცდინა. ამ ფაქტმა განარისხა "ბრეშიას" პრეზიდენტი მასიმო ჩელინო, რომელიც
ახლა ცდილობს, ფეხბურთელთან კონტრაქტი შეაჩეროს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული