იტალიაში სეზონის რესტარტის შემდეგ დიდებულად ასპარეზობს "ნაპოლი", რომელმაც ჯერ თასის ფინალში "იუვენტუსს" სძლია, ახლა კი სერია A- ს 27-ე ტურში გასვლაზე "ვერონას" 2:0 მოუგო.
გოლები არკადიუშ მილიკმა და ირვინ ლოსანომ გაიტანეს.
"ნაპოლი" 42 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 ივნისს "სპალს" უმასპინძლებს.
ნეაპოლელთა მწვრთნელი ჯენარო გატუზო ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას შეეცდებიან, მაგრამ აშკარაა, ამის მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ.
ვერონა-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 მილიკი (38), 0:2 ლოსანო (90)
- ისევ გაიმარჯვა" style="height: 50px; width: 50px;" />ინსინიემ ტიფოზს მოპარულის ნაცვლად ახალი მოპედი უყიდა