"ატლანტას" ნახევარმცველი ალეხანდრო გომესი ტურინის "იუვენტუსის" შემტევის კრიშტიანო რონალდოს გარეგნობას აფასებს.
"მე მას ვთხოვე ბაუტისთან (გომესის ვაჟიშვილი) სურათი გადაეღო.
ვფიცავ, ის არარეალურად გამოიყურება, გეგონება, ნამდვილი არ არის. დაუჯერებლად ჰგავს ლამაზ თოჯინას.
დაუჯერებელია, ის როგორც ბარბის შეყვარებული კენია, - ლამაზმანია", - განაცხადა გომესმა პოდკასტ Libres de Humo-ში.