"მილანმა" იბრაჰიმოვიჩის დუბლით მოიგო - ცარიელ კარს ააცილა, თორემ ჰეთ-თრიკსაც შეასრულებდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს პირველ ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ბოლონია".

დუბლი თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეასრულა, რომელიც 3 ოქტომბერს 39 წლის გახდება. ზლატანმა ერთ მომენტში ბურთი ცარიელ კარს ააცილა, თორემ ჰეთ-თრიკსაც გამოჰკრავდა ხელს. 17 სექტემბერს მან ევროპა ლიგაზე "შემროკ როვერსიც" დაამწუხრა. იბრამ ზედიზედ 23-ე სეზონში გაიტანა ევროპის სხვადასხვა უმაღლეს ლიგაში.

"როსონერიმ" ბოლო 15 მატჩიდან 11 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 27 სექტემბერს სტუმრად "კროტონეს" დაუპირისპირდება.

მილანი - ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (35), იბრაჰიმოვიჩი (51, პენ)
გაძევება: დეისი (88, ბოლონია)

მკითხველის კომენტარები / 4 /
იბრა არის უეჭველი ტოპ 1 ბაქიბუქში და მარიაჟობაში, მაგრამ რატო მეცოდება იცით? იმიტომ რომ მართლა ძაან მაგარია და არ ქონია სათანადო აღიარება. მსოფლიოში ტოპ5-ში თუ არა ტოპ 10-ში მაინცაა.
პ.ს. არ მინდა დავმალო როგორ მიყვარს ვენდისის და ავტობილდის დირექტორების და მარკეტინგის მენეჯერების ოჯახები, ამდენი რეკლამებით რო გვახარებენ. შემოვევლე მაგათ ოჯახებს მე. კიდე მეტი რეკლამა გაუშვით აქ რო უფრო შეგვიყვარდეთ.
პ.პ.ს. ამ საიტის ადმინისტრაციის ოჯახებს მოგვიანებით შემოვევლები და მადლობას გადავუხდი ამდენი სიამოვნებისთვის და სიხარულისთვის, რასაც ამ რეკლამებით გვანიჭებენ.
პ.პ.პ.ს. რა არ გჯერათ ჩემი გულწრფელობის?
0
იბრა მგელია!
შოთა
11:32 22-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული