სერია A-ს მე-6 ტურში "მილანმა" გასვლაზე "უდინეზეს" 2:1 მოუგო. გადამწყვეტი გოლი "როსონერის" თავდამსხმელმა ზლატან იბრჰიმოვიჩმა გაიტანა. მან აგრეთვე საგოლე გადაცემა გააკეთა.
იბრამ დაბრუნების შემდეგ "მილანში" ჩემპიონატის 22 მატჩში 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"მილანმა" ყველა ტურნირზე უკანასკნელი 24 შეხვერიდან 18 მოიგო და 6 ფრედ დაასრულა.
"მილანი" 16 ქულით ლიდერია და 8 ნოემბერს "ვერონას" უმასპინძლებს.
უდინე. "ფრიული"
უდინეზე - მილანი 1:2
გოლები: 0:1 კესიე (18), 1:1 დე პაული (48, პენ), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (83)