"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისევ ტრავმა მიიღო, - იტყობინება Sky.
39 წლის შვედმა 22 ნოემბერს მიღებული ბარძაყის ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო და ბარძაყის არეში კვლავ დისკომფორტი იგრძნო.
ასე რომ, ის დიდი ალბათობით წელს "სასუოლოსთან" და "ლაციოსთან" ვერ ითამაშებს, ვერც 3 იანვარს "ბენევენტოსთან" და საეჭვოა 6 იანვარს "იუვენტუსთან" მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
იბრას განმეორებით გამოკვლევას 10 დღის შემდეგ ჩაუტარებენ და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი მაშინ გახდება ცნობილი.
იბრას განმეორებით გამოკვლევას 10 დღის შემდეგ ჩაუტარებენ და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი მაშინ გახდება ცნობილი.