იბრაჰიმოვიჩმა კედლებს სახელები დაარქვა და ელაპარაკებოდა

AutoSharing Option
"მილანის" ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრაბახობდა, კორონავირუსმა ვერაფერი დამაკლო და იქით ვაჩვენე სეირიო, მაგრამ მთლად მასეც არ ყოფილა საქმე.

ის ახლა გამოტყდა, რომ ვირუსმა ფიზიკურად იმდენად ვერ ავნო, მხოლოდ მცირე თავის ტკივილი აწუხებდა, შემდეგ კი გემო და ყნოსვა დაკარგა, იზოლაციამ კი მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში ჩააგდო და იმ ზომამდეც მივიდა, რომ სახლის ოთახების კედლებს სახელები დაარქვა და მათ ელაპარაკებოდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთ საიტერესო სპორტულ ინფორმაციას სტატისტიკაც მოაყოლეთ ხოლმე, მაგალითად ჩრდილოეთ კედელს რამდენჯერ დაელაპარაკა, სამხრეთს რამდენჯერ. პირველად ვის მიმართა, მერამდენე წუთზე და ა.შ.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული