ზლატანმა "მილანის" ვარჯიშზე ზლატანური გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მილანის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის ვარჯიშზე გოლი თავისებურ სტილში გაიტანა.

39 წლის იბრაჰიმოვიჩმა პარტნიორის მაღალ ჩაწოდებას აკრობატულ მოძრაობაში დაუხვედრა ფეხი და გოლიც შეაგდო.

ზლატანმა აღნიშნული ვიდეო "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და დაასათაურა: "ნინძა".

"იბრა" იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში ამჟამად მე-4 ადგილს იკავებს და კრიშტიანო რონალდოს მხოლოდ 3 ზუსტი დარტყმით ჩამორჩება.

"მილანი" კი გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს და 20 ტურის შემდეგ უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ "ინტერს" 2 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გოლებს რო თვლით ის მაინც მიამატეთ რამდენი თამაშით ნაკლები აქვს ნათამაშები ;)
L.J.
17:58 02-02-2021
0
გოლს სახელაი უნდა გადაერქვას და იბრა უნდა ეწოდოს
zviadi
17:57 02-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული