
მილანის "ინტერის" ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ სერიას A-ს მოგებით გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა და მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდიც დაასახელა.
"იმედი მაქვს, რომ ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც მოიგებენ საკუთარ ჩემპიონატებს: კურტუა, ედენი, აზარი, ვიტსელი, დე ბრუინი. ტიულის მოპოვება აუცილებელ გამოცდილებას გძენს და გაგებინებს, როგორ იმოქმედო მოედანზე უკეთ.
გამარჯვებასთან ერთად მკვლელი მენტალიტეტი მოდის, რომელიც მე მაკლდა.
მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი? ეჭვის შეტანაც არ შეიძლება, ქარიმ ბენზემა საუკეთესოა", - განაცხადა ლუკაკუმ ბელგიური არხის, RTBF-ის ეთერში.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქარიმ ბენზემამ 30 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და
8 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ლუკაკუმ კი იტალიის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში თავი 21 გოლსა და 10 საგოლე პასს მოუყარა. პირველი ბომბარდირთა სიაში ლეო მესის ჩამორჩება, მეორე კი - კრიშტიანო რონალდოს.