"ინტერის" ქამბექი და 3 ქულა - ცვლილებაზე შემოსულმა ჯეკომ "ნერაძურის" მოაგებინა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში "ინტერი" "სასუოლოს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

1-ელ ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში პენალტით გახსნეს, თავი დომენიკო ბერარდიმ გამოიჩინა.

მეორე ნახევრიდან "ნერაძური" კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა, ცვლილებაზე შემოსულმა ჯეკომ კი ანგარიში 58-ე წუთზე გაათანაბრა. ბოსნიელმა ფორვარდმა 78-ე წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად ლაუტარომ მარტინესმა გარდასახა და საკუთარ გუნდს 3 ქულა შესძინა.

ამრიგად, მილანელები 7 ტურის თავზე 17 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან , "სასუოლო" 12 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

"ლურჯები" მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, "ლაციოს"
წინააღმდეგ გამართავენ, "სასუოლო" იმავე რიცხვში "ჯენოას" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული