ორი გაძევება, იბრაჰიმოვიჩის ავტოგოლი და გოლი

AutoSharing Option
სერია A-ს მეცხრე ტურში „მილანმა“ გასვლაზე 4:2 დაამარცხა „ბოლონია“.

"მილანის" თავდამსხმელმა იბრაჰიმოვიჩმა ჯერ ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ გოლი და ამას გარდა, საგოლე გადაცემა გააკეთა. ის 40 წელს გადაცილებული მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში გაიტანა და მეორე, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა.

მსაჯმა მასპინძელთა გუნდის ორი ფეხბურთელი გააძევა.

„მილანმა“ 67 წლის შემდეგ პირველად მოიგო 9 სასტარტო მატჩიდან 8, ამ მომენტისთვის 25 ქულით პირველ ადგილზეა და 26 ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს. დღეს „ნაპოლი“ სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია -
მილანი 2:4

გოლები: 0:1 ლეაო (16), 0:2 კალაბრია (35), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (49, საკ. კარში), 2:2 ბაროუ (52), 2:3 ბენასერი (84), 2:4 იბრაჰიმოვიჩი (90)
გაძევება: სომაორო (20, ბოლონია), სორიანო (58, ბოლონია)

მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველ ტაიმს ვუყურე,მილანი 2-0 იგებდა და მეტოქეს კაცი აკლდა.მერე სხვაგან გავედი,და 65 წუთზე დავუბრუნდი თამაშს.ბოლონია უკვე 9 კაცით თამაშობდა,ფრე იყო და უტევდა.მილანი კი,საერთოდ ვერაფერს ახერხებდა.ეგ კი არა,ბოლონია,ვალდებულიც კი იყო,მესამე გაეტანა.ბოლოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და მილანმა გაიმარჯვა,მაგრამ საოცარი თამაში კი გამოვიდა და ჩემი პატივისცემა ბოლონიას.რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს,აქ სტატისტიკა იყო დადებული და ღრმად დარწმუნებული ვარ,რომ ის არის იტალიის ფეხბურთის ისტორიაში, პირველი ფეხბურთელი,რომელმაც 40 წლის ასაკში,ერთ მატჩში გაიტანა გოლი,ავტოგოლი და შეასრულა საგოლე პასი.
სოსო
18:31 24-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული