ერთადერთი პრობლემა, რაც არსებობს, ფეხბურთელის ფასია. სევილიელები ფრანგის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მოითხოვენ.
თავის მხრივ, ფეკირს "ბეტისის" დატოვება არ სურს, თუმცა ტრანსფერის წინააღმდეგი თავად გუნდი არაა, რადგან მიღებული ფულით სხვადასხვა პოზიციას გააძლიერებს.
ფრანგს სევილიურ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 10 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.