"მილანმა" მალდინი გაანათხოვრა - ახალგაზრდა ფორვარდი კვლავ სერია A-ში ითამაშებს

AutoSharing Option
სერია A-ს "სპეციამ" იუწყა, რომ "მილანიდან" 20 წლის თავდამსხმელი დანიელ მალდინი 1 წლით ინათხოვრა.

მოგეხენებათ, ახალგაზრდა შემტევი "როსონერის" ლეგენდარული მცველისა და ამჟამად გუნდის ტექნიკური დირექტორის პაოლო მალდინის ვაჟია.

მალდინიმ გასულ სეზონში სერია A-ში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკუღმართი რომ დაიბადები! დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას, მალდინი და თავდასხმა არ გამიგია მე, არცხვენს მართლაც რომ ლეგენდარული ბაბუის და მამის სახელს)
llcl
15:32 30-07-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული