კასანო: "ნაპოლის" სამი ტიტულის მოგება შეუძლია, მაგრამ...

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო თვლის, რომ სერია A-ს ფავორიტი "ნაპოლია".

"ნაპოლი" კოსმიურ ფეხბურთს აჩვენებს. სპალეტი ნამდვილი ლიდერია, ის ყველას საუკეთესოდ თამაშს აიძულებს. მე გული მწყდება, რომ მათ პაუზა მოუწიათ.

ახლა "ნაპოლის" შეუძლია მხოლოდ თავად დათმოს სკუდეტო. უყურეთ, იქნებ როგორმე სამი ტიტული მოიგონ. მოცემულ მომენტში "ნაპოლი" ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდს შორისაა, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება თებერვალში", - თქვა კასანომ Bobo TV-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არავინ იცის,რა მდგომარეობაში შეხვდებიან გუნდები ჩემპიონატის განახლებას,მაგრამ ,ნაპოლის იმხელა ჰანდიკაპი აქვს ჩემპიონატში,სხვა გუნდებთან,რომ თვითონ თუ არ დაკარგეს,სხვა ვერავინ მოახერხებს,მათთვის ჩემპიონობის წართმევას.ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე,შესაძლოა გრანდებმა,რომელიმე ლიდერი,კიდეც გადაიბირონ,მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი,ნაპოლი ვალდებულია,ჩემპიონი გახდეს.მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ,იქ ნათამაშებ ფეხბურთელებს,ბუნებრივია რომ ფიზიკური თუ ემოციური გადაღლილობა ჰქონდეთ და ამ მხრივაც,ნაპოლი,უკეთეს მდგომარეობაშია.მათი ბირთვი ხომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გამოვიდა.უამისოდაც დღევანდელი მდგომარეობით,ნაპოლი,ევროპის საუკეთესო გუნდების ალბათ ოთხეულში შედის და თუ ეს სათამაშო ტონუსი შეინარჩუნეს,ნახევარფინალში შეღწევის იმედი უნდა გვქონდეს.აქ უკვე გუნდის და ფეხბურთელების გამოცდილებაც მნიშვნელოვანია,მაგრამ მისი უქონლობის მიუხედავად,ნაპოლი,წესით 4 საუკეთესო გუნდში,მართლაც უნდა გავიდეს.ამის მერე კი,ყველასთან ყველაფერია მოსალოდნელი და იქ უკვე სხვა ფაქტორები გამოდიან წინა პლანზე
სოსო
19:58 17-11-2022
1
სამი არ ვიცი მაგრამ სკუდეტო წესით და რიგით უნდა მოიგონ, ყველა ლიდერს ვისაც შეხვდა გასვლაზე,ყველას მოუგო. სასწაული მოხდება ნეაპოლში სკუდეტო თუ დადეს
მამუკა
18:48 17-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული